Monday, February 6, 2012

პრეზენტაცია "ტატოს ეკატერინე"

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება
მუზების მიწიერი ცხოვრება

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
  მერი შერვაშიძე, თამუნია წერეთელი, ეკატერინე ჭავჭავაძე - ამ ქალბატონებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდათ..დღეს კი უამრავი რამ აქვთ საერთო: მარადიულობად ქცეული სილამაზე, უკვდავება და  სამუდამო ადგილსამყოფელი პარნასზე - მუზათა სამყოფელში.


3. პროექტის აქტუალობა:
    პროექტი აქტუალურია, რადგან მოსწავლეები სხვა კუთხით გაეცნობიან ცნობილ ქართველ პოეტებს, შეიტყობენ ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას. ეს მოტივაციას უფრო გაზრდის, რაც განსაზღვრავს შემდგომში მათს საგაკვეთილო პროცესსა და სხვა პროექტებში ჩართულობას.



4. პროექტის მიზნები:

  • ჩამოუყალიბდეთ არგუმენტირებული მსჯელობისა და პრეზენტაციის მომზადების უნარები; 
  • განუვითარდეთ კვლევითი უნარები;
  • ისწავლონ ჯგუფური მუშაობა, თანაკლასელებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
  • ისწავლონ ისტ–ის საგაკვეთილო პროცესში გამოყენება და ვიზუალური მასალით თემის მომზადება;
  • ისწავლონ საჭირო ინფორმაციის ბიბლიოთეკაში მოძიება.


    5. მონაწილეთა ასაკი
    16-17 წელი



    6. ვადები/ხანგრძლივობა
     1 თვე

    7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:

    მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები, რომლებსაც განვათავსებთ ბლოგზე


    8
    . პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:

    კომპიუტერი, ინტერნეტი,smartboard,დამატებითი ლიტერატურა



    9.პროექტის მსველელობა (ძირითადი აქტივობები):

    • თემის შერჩევის შემდეგ კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად;
  • შევიმუშავებთ სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმას, განვსაზღვრავთ ვადებს;
  •  
  • მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებთ განმსაზღვრელი შეფასების სქემას;
  • გამოვავლენთ ჯგუფის ლიდერებს. ჯგუფებში გადანაწილდება დავალებები
  • ერთი ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას თემაზე "ტატო და ეკატერინე";
  • მეორე ჯგუფი იმუშავებს და მოამზადებს პრეზენტაციას თემაზე "გალაკტიონი და მერი შერვაშიძე"
  • მესამე ჯგუფი კი წარმოადგენს პრეზენტაციას თემაზე "ტიციან ტაბიძე და თამუნია წერეთელი".
  • კვირაში ერთხელ ლიდერები გაგვაცნობენ ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამუშაოების  დასრულების შემდეგ  წარმოადგენენ მომზადებულ პრეზენტაციას;
  • მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემით:

    • შეფასება
      საუკეთესო
      (9-10)
      კარგი
      (7-8)
      საშუალო
      (5-6)
      დაბალი
      (1-4)
      მიზანი 
      და
      აუდიტორია
      მოხერხებულად 
      იყენებს 
      მიზნის 
      შესაბამის
      ენობრივ
      საშუალებებს 
      და 
      ითვალისწინებს 
      აუდიტორიას.
      ჩანს მიზანი,
      მაგრამ 
      ნაკლებად 
      ითვალისწინებს
      აუდიტორიას
      მეტ-
      ნაკლებად 
      ჩანს
      მიზანი
      და ზოგჯერ 
      გათვალისწი-
      ნებულია 
      აუდიტორია.
      არ ჩანს 
      მიზანი
      ვერ 
      ითვალის-წინებს 
      პრეზენტაციის 
      დროს 
      აუდიტორიას.
      გამართული
      და 
      სწორი
      მეტყველება
      გამართულად 
      მეტყველებს,
      აქვს
      მდიდარი 
      ლექსიკა.
      იცავს 
      მართლმეტ-
      ყველების
      წესებს
      გამართულად 
      საუბრობს.
      მეტ-
      ნაკლებად 
      იცავს 
      მართლმეტყე-
      ლების 
      წესებს.
      ვერ 
      იცავს 
      მართლმეტყვ-
      ელების 
      ელემენტარულ 
      წესებს
      სათქმელის 
      ნათლად
      და
      ლოგიკურად
      გადმოცემა
      სათქმელს 
      გადმოსცემს 
      ნათლად 
      და 
      ლოგიკურად
      მსჯელობა 
      თანმიმდევ-
      რულია.
      სათქმელს
      გადმოსცემს
      ნათლად,
      მაგრამ 
      არათანმიმდევ-
      რულად.
      ხშირად 
      უჭირს
      სათქმელის
      ნათლად და 
      გასაგებად 
      გადმოცემა.
      გასაგებად 
      ვერ 
      გადმოსცემს
      სათქმელს
      მსჯელობა
      ხშირად
      არალოგიკურია
      კონტაქტი 
      აუდიტო-რიასთან 
      წარმატებით 
      იყენებს 
      არავერბალურ
       საშუალებებს
      აუდიტორიასთან 
      კონტაქტის 
      დასამყარებლად.
      ახერხებს
      აუდიტორიასთან
      კონტაქტის
      დამყარებას.
      უჭირს 
      აუდიტორიას-
      თან
      კონტაქტის
      დამყარება
      ზოგჯერ
      ახერხებს
      არ
      ამყარებს
      აუდიტო-
      რიასთან
      კონტაქტს.
      დასაბუთ-ებული 
      და არგუმენტირე-
      ბული
      მსჯელობა
      მსჯელობა 
      დასაბუთებულია 
      და 
      არგუმენტებით
      გამყარებულია.
      მსჯელობა დასაბუ-თებულია,
      მაგრამ
      ზოგ 
      შემთხვევაში
      არგუმენტები
      არ 
      არის
      დამაჯერებელი.
      მსჯელობისას 
      არგუმენტები 
      ხშირად
      არადამაჯერ-
      ებელია,
      ნაკლება არის 
      გამყარებული 
      კონკრეტულ
      მასალით.
      მსჯელობა 
      არ არის 
      არგუმენტი-
      რებული.
      არ იყენებს  
      კონკრეტულ 
      მასალას.
      ვიზუალური 
      მასალის 
      გამოყენება
      პრეზენტაციის 
      დროს 
      ეფექტურად 
      იყენებს 
      ვიზუალურ
      მასალას.
      პრეზენტავიის
      დროს 
      იყენებს 
      ვიზუალურ 
      მასალას
      მაგრამ 
      ხშირად  
      მიზანთან
      შეუსაბამოა.
      პრეზენტაციის
      დროს
      გამოყენებული
      ვიზუალური
      მასალა
      მწირია,
      არ 
      შეესაბამება
      დავალებას.
      არ იყენებს 
      ვიზუალურ 
      მასალას.
      10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
      ისტორია


      ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან კავშირი:

      ქართ.XI.1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
      ქართ.XI.2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
      ქართ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები
      ქართ.XI.4.  მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
      ქართ.XI.13.მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.



      11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): 
      თინათინ თვალჭრელიძე

      12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
       tiniko.tvalchrelidze@gmail.com


      13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: 
      muzebi.blogspot.com